გორში მომხდარ მკვლელობის საქმეზე დაკავებული 32 წლის ბიზნესმენი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. ნიკა საბაშვილი ამბობს რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები მას "ქურდულ სამყაროსთან" ურთიერთობის დალაგების სანაცვლოდ, ყოველთვიურად ფულს სთხოვდნენ და ემუქრებოდნენ.
"რამდენიმე დღის წინ, მასთან მივიდა გარდაცვლილი და მისი თანმხლები პირი, რომლებმაც უთხრეს, რომ მათთვის ყოველთვიურად უნდა გადაეხადა გარკვეული თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში მუქარა გამოითქვა ბრალდებულის და მისი ძმის ოჯახის წევრების, შვილები მიმართ. წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება და ის ამბობს, რომ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და თავს იცავდა", - თქვა ადვოკატმა.
საბაშვილის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ცნობისთვის, სროლა 28 თებერვალს მოხდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია.