
ლაგოდეხში 3 ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, კონფლიქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. სამივე მათგანი ლაგოდეხის "არქიმედეს" კლინიკაშია გადაყვანილი.
ახალგაზრდებს დაზიანებები მუცლის ღრუში, სავარაუდოდ, დანით აქვთ მიყენებული. ორ მათგანს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. ერთს კი სხეულზე მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
ექიმების თქმით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.
ავტორი: ია გულიაშვილი