ახმეტაში 44 წლის კაცი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ

გამოქვეყნდა:

ახმეტაში 44 წლის ბექა ონიაშვილი დაჭრეს. შემთხვევა 27 თებერვალს, ღამით მოხდა. ონიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული. ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, ონიაშვილს ახმეტაში მცხოვრები ძმები  თიღილაურები დაუპირისპირდნენ. 

ერთ- ერთი ვერსიით, ისინი ონიაშვილისათვის ფულის გამოძალვას ცდილობდნენ, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.  

დაშავებულია კიდევ 2 ადამიანი. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდებს ახმეტის პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა და მათგან თავდამსხმელის ვინაობის დადგენას ითხოვდა. თუმცა, დაზარალებულებს მომხდარზე საუბარი არ სურთ. ერთ- ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი. ონიაშვილის მხარე კი აცხადებს, რომ მამაკაცს თოფი თავად გაუვარდა და ფეხში დაიჭრა. 

ბექა ონიაშვილი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირია. თითქმის ყველა ინფრასტრუქტურულ ტენდერში მისი კომპანია იმარჯვებს.  

გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. 120-ე, სხეულის მსუბუქი დაზიანება და 236-ე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების. შსს უარყოფს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტს. დანიშნულია ექსპერტიზა.
 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი