"გამომიშვეს ისე, რომ ხელწერილიც არ დამაწერინეს" | ზურა ვარდიაშვილი დაკავების დეტალებზე

გამოქვეყნდა:

"პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი გაათავისუფლეს. ის დაკავების დეტალებზე Facebook-ლაივში საუბრობს და ამბობს, რომ სამართალდამცავები მისი წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ. გარდა ამისა, მისივე თქმით, იყვნენ ჩვეულებრივი ძველ-ბიჭები, რომლებთანაც დიალოგი შეუძლებელი იყო.

"პატარ-პატარა ნიუანსებით ცდილობდნენ, რომ წყობიდან გამოვეყვანე, იყვნენ ჩვეულებრივი ძველ-ბიჭები... ვცდილობდი გასაუბრებას, ამაზე მწარდებოდნენ და იწყებდნენ ჩვეულებრივ კაჩაობას, იყვნენ ჩვეულებრივი ძველ-ბიჭები.. ამათ პოლიციელების და მოქალაქეების დამცველების არ ეცხოთ არაფერი, იბრიქებოდნენ... აი ასეთი დონის ხალხთან მქონდა ურთიერთობა და გავიგო, რომ დაურეკეს ჟურნალისტები გაიყვანეთო... გამომიშვეს ისე, რომ ხელწერილიც არ დამაწერინეს" - ამბობს ვარდიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვარიდაშვილი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე სააათის წინ დააკავეს. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი