
ქობულეთში, სამაშველო სამსახურის უფროსის მამუკა ხაბაზის ძმა დაჭრეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ბუთა ხაბაზი შურისძიების მოტივით ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეები თანაქალაქელები არიან და მათ ძველი ნაცნობობა აკავშირებდათ.
40-წლამდე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას უკვე ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება.
საქმეზე გამოძება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო.
ავტორი: თეა ვაშალომიძე