რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულების ნაწილი ამ დრომდე იზოლატორში რჩება

გამოქვეყნდა:

დაკავებულები რუსეთის წინააღმდეგობისთვის - ხელისუფლება ებრძვის ყველას, ვინც განსაკუთრებული აქტიურობით ეწინააღმდეგება ქვეყნის კრემლის ორბიტაზე გადასვლას.

ცოტა ხნის წინ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებულებთან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი იმყოფებოდა. მისი თქმით, უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ დაკავებულზე სამართალდამცველებმა იძალადეს. თუმცა როგორც საგამოძიებოს თანამშრომელი ამბობს, თავად პატიმარი ამ ინფორმაციას უარყოფს.

"შეტყობინება შემოვიდა ჩვენთან აქციაზე დაკავებულ ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით, გასაუბრება ჩავატარე ერთ პირთან, რომელმაც უარყო ძალადობის ფაქტი. თუ არის [ჟურნალისტების დაკავებაზე] შემოსული შეტყობინება, რეაგირება მოხდება",- ამბობს ირაკლი კაჭკაჭიშვილი, გამომძიებელი.

ასვე ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აქციაზე დააკავეს 12 საათის განმავლობაში მანქანაში ჰყავდათ და შენობაში არ შეჰყავდათ. საბოლოოდ სამოქალაქო აქტივისტები: ნიკა კვიტატიანი და ნიკა ნარსია დიღმის სამმართველოში გადაიყვანეს თუმცა უცნობია, რატომ არ შეჰყავდათ ისინი დროებითი მოთავსების იზოლატორში. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო პროტესტისთვის 36 პირი დააკავა. მათგან ორი, ინტერნეტგამოცემა "პუბლიკას'" რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და "ტაბულას'" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი წუხელვე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათ შორის არიან ოპოზიციური პარტიების წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. 27 დაკავებული დიღმის სამმართველოში იმყოფება, დანარჩენები კი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი