რუსთაველზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო 22 მარტამდე გადაიდო

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი 22 მარტამდე გადაიდო. ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე მტკიცებულებების წარდგენისთვის ვადა მოითხოვეს, რაც მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა დააკმაყოფილა და 7 დაკავებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გუშინ, 2 მარტს  რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო პროტესტისთვის 36 პირი დააკავა. ნაწილი მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.

აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას ედავებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი