თბილისის საქალაქო სასამართლოში "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეების პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ ადამიანების პროცესები მიმდინარეობს, ვინც რუსულ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. აქციაზე დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებსა და სტუდენტებს შსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, სალომე სამხარაძემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პარლამენტთან დაკავებული აქტივისტების შესახებ. 

ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი ამბობს, რომ მათი შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადება იქნება მტკიცებულებების წარდგენის მიზნით.

სასამართლოში იმყოფებიან ენმ-ის წარმომადგენლები და პარტიის გენერალური მდივანი. ისინი ამბობენ, რომ გააგრძელებენ ბრძოლას "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ. 

შეგახსენებთ, რომ 2 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი