ვაკის პარკის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, გიგა გიგაშვილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ვაკის პარკის საქმეზე ბრალდებულთა წრე გაიზარდა. დააკავეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილი. მას სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენას ედავებიან, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე კი ბრალი "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს წარუდგინეს.

ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ბრალდებამ საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე მიიღო. ამ წუთებში მიმდინარეობს სასამართლო სხდომა , სადაც ამ ადამიანების აღკვეთ ღინისძიებაზე უნდა იმსჯელონ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი