დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. სამართალდამცველები დაახლოებით ერთი საათის წინ მომხდარი სროლის საქმეს იძიებენ. სროლის შედეგად დაიჭრა ალექსანდრე გამჯაშვილი, რომელიც ბიზნესცენტრის ერთ-ერთი მეწილეა.
ამ შენობაში მდებარეობს ტელეკომპანია "ფორმულაც". დაჭრილი კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მას შენობის დაცვის თანამშრომელმა ესროლა, რომელიც უკვე დაკავებულია.