კახა კალაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

თბილისის მერს, კახა კალაძეს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის გამო მიმდინარე კვირაში თბილისის მთავრობის სხდომა არ გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი თბილისის მერიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, კალაძე მუშაობას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში გააგრძელებს.

„თბილისის მერს, კახა კალაძეს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, რის გამოც რამდენიმე დღით იზოლაციაში იმყოფება. შესაბამისად, მიმდინარე კვირაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა არ გაიმართება. კახა კალაძე მუშაობს დისტანციურ რეჟიმში და სამუშაო ადგილს უახლოეს მომავალში დაუბრუნდება“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი