გარდაბნის რაიონის სოფელი ყარაჯალარი მესამე დღეა ჩაკეტილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მალე რეგიონს ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. მათი თქმით, ადგილზე მხოლოდ რამდენიმე ტიპის მოძრაობაა დასაშვები და დისტრიბუციით შეტანილი პროდუქცია უფრო ძვირად იყიდება.
სამი დღეა სოფელი ჩაკეტილია, სახლიდან გარეთ არავის უშვებენ, რამდენიმე პუნქტია გახსნილი, სადაც ექიმები დგანან და მოსახლეობას ელოდებიან, რომ მივიდნენ და ტესტი ჩაიტარონ, მაგრამ ხალხს [ვირუსის] არ სჯერა და უმეტესობა არ მიდის. ხალხი ფიქრობს, რომ ეს პოლიტიკური თამაშია. მანქანა დადის სოფელში მიკროფონით, კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ახმოვანებს და ხალხს მოუწოდებენ, რომ ტესტირებისთვის გამოვიდნენ და ექიმებთან მივიდნენ, თუმცა ცოტა ვინმეს თუ სჯერა და მიდის ექიმთან, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ბოლო მონაცემებით, გარდაბნის რაიონში სულ კორონავირუსის 46 ფაქტია დადასტურებული, აქედან 28 სოფელ ყარაჯალარშია. დღეს რეგიონში 388 ტესტის პასუხს ელოდებიან.
ყარაჯალარი საკარანტინო ზონად 24 ივლისს გამოცხადდა. დღევანდელი, 26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.