"პუბლიკას" ჟურნალისტებს, ალექსანდრე ქეშელაშვილსა და ბასტი მგალობლიშვილს, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ, პოლიციამ დაარტყა.
გამოცემის ცნობით, სამართალდამცველებმა მათ ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს, ძალით გამოყენებით დაატოვებინეს ტერიტორია.
ალექსანდრე ქეშელაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის ფრაზა - "ჟურნალისტები მოაშორეთ". ამ დროს პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა.
იხილეთ ასევე: