"ნეტგაზეთის" ჟურნალისტი, ბუბუ გვაძაბია სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეცრაზმელმა მასზე ფიზიკურად იძალადა.
"დღეს პირველად გამოვცადე საკუთარ თავზე, რომ შსს-ს თანამშრომლისთვის ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთის ჩვენება უსაფრთხოების გარანტია არ არის. პირველ სკოლასთან, მიწისქვეშა გასასვლელში ჩასვლისას, სპეც. რაზმელმა წიხლი ჩამარტყა. ეს მოხდა 1-2 წამში იმ მომენტიდან, როცა ჩემთან ერთად მყოფმა ნესტანმა დაუყვირა "პრესა ცართ!", მე კი პრეს ბარათი მქონდა ჩამოკიდული. ხელი ახლაც მტკივა, თუმცა, ჯამში, კარგად ვართ. კეთილმა ადამიანებმა შეგვიფარეს ბინაში", - წერს ბუბუ გვაძაბია.
ამ წუთებში, რუსთავერლზე სპეცრაზმი აქციას წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით შლის.