ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა, ქუთაისის სააპელაციომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი პატიმრობაში რჩება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს  მოსამართლემ ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. 

ლექსო რაფავას 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი. მას იარაღის შეძენა, შენახვა ედება ბრალად. ბრალდებულს მიაჩნია, რომ ის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერისთვის დააკავეს და იარაღი ჩაუდეს.

ლექსო რაფავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი 2010 – 2012 წლებში იყო. მანამდე ის პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი