
პოლიციელი, რომელიც სენაკში, პოლიციის განყოფილებაში გარდაცვლილი იპოვეს, ქუთაისი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება ოლქის პროკურატურამ, 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
შემთხვევა დღეს, რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, თეკლათის განყოფილების სხვა თანამშრომლებმა გასროლის ხმა გაიგეს, სამორიგეო ოთახში შესულებს კი 45 წლის კოლეგა უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ავტორი: ემა გოგოხია