რუსთავში ახალგაზრდა ქალის გაუპატიურება სცადეს -"ინფო რუსთავი"

გამოქვეყნდა:

სააგნეტო "ინფო რუსთავის" გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  რუსთავის ცენტრალურ პარკში, ახალგაზრდა ქალის გაუპატირება სცადეს. 

სააგენტო წერს, რომ რუსთავის პარკში,  პაემანი ჰქონდათ 25 წლამდე ახლაგაზრდა ქალსა და კაცს, ისინი შედარებით მოფარებულ ადგილზე განმარტოვდნენ, სადაც მათ შორის შელაპარაკება მოხდა. მცირე კამათის შემდეგ კი, ბიჭმა გოგოს გაუპატიურება სცადა.

ახლაგაზრდა ქალმა, თავის დაღწევა და პოლიციაში დარეკვა მოახერხა. 
"ინფო რუსთავისვე" ცნობით, პოლიცია ადგილზე მივიდა და მამაკაცი უკვე დაკავებულია.

ინფორმაციის გადასამოწმებლად "მთავარი" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს დაუკავშირდა, თუმცა ჯერ დაზუსტება ვერ შევძელით - შსს-ში ჩვენს სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი