რუსეთს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე პასუხისმგებლობა დაეკისრა - სტრასბურგის გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) 2023 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, აფხაზეთში 2001 წელს ლევან მამასახლისისა და 2003 წელს გრიგოლ ნანავასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და არასათანადო მოპყრობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა. 

საქმეზე "მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა მომჩივანებთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის მიერ: 

- მე-3 მუხლის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა).
- მე-5 მუხლის 1 პუნქტის დარღვევა (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება).
- მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის დარღვევა (სამართლიანი სასამართლოს უფლება).

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დადგენილებით, საქართველოს მხრიდან არანაირი დარღვევა არ ყოფილა. 

"სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთი, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და მისი ხელისშემშლელი სამხედრო ჩართულობით, ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ტერიტორიაზე და შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია გასაჩივრებულ საკითხებთან დაკავშირებით.

[...]

კონვენციის დარღვევებზე პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით, სასამართლომ რუსეთი ცნო პასუხისმგებელად დარღვევებზე და არავითარი დარღვევა არ დადგინდა საქართველოს მხრიდან",- ნათქვამია განცხადებაში. 

სასამართლომ დაასკვნა, რომ საქართველო დარღვევებზე პასუხისმგებელი არ არის, რადგან იმ დროს მას არ ჰქონდა კონტროლი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. 

სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გადაუხადოს მამასახლისსა და ნანავას (პირველი და მესამე განმცხადებლები) 35,000 ევრო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად და 23,300 ევრო სასამართლო ხარჯებისთვის ორივესთვის ჯამში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი