
დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი სათვალთვალო კამერებისა და აეროგადაღების ჩანაწერებს ელოდებიან. დაცვის მხარე მოითხოვს, რომ მათ აღნიშნული მასალა დაჩქარებული წესით გადასცენ. ადვოკატი ასევე ელოდება, როდის შეისწავლის გამოძიება 23 წლის პროგრამისტის პირად კომპიუტერს. როგორც ირკვევა, კომპიუტერზე პაროლი ამ დრომდე არ არის მოხსნილი. უფლებადამცველი აპირებს თავად ჩართოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას და თუ საჭირო იქნა, დახმარებისთვის ამერიკის ფედერალურ სამსახურსაც კი მიმართავს.
მოვითხოვ, პროკურატურამ დააჩქაროს, აღარ შეიძლება უკვე ლოდინის რეჟიმში ყოფნა, თორემ ამას უკვე მოჰყვება სხვანაირი რეაგირება, - ამბობს მიხეილ რამიშვილი.
ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. საქმის მასალების გადაცემას ელოდება ასევე ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც.