მეგობრებს შორის დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა - ბათუმში 22 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ბათუმში - 22 წლის ნიკა თუთაშვილს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ორ მეგობარს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ღამის კლუბში დაიწყო, შემდეგ კი ქუჩაში გადაინაცვლეს, სადაც 22 წლის კაცი, უახლოესმა მეგობარმა ცივი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა. დაჭრილი, კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების მიზეზი. მოკლული ექსპერტიზის ბიუროდან, სახლში გადაასვენეს. 

სამართალდამცავებმა მკვლელობისთვის ბრალდებული, ალეკო სირაბიძე უკვე დააკავეს, ის ბრალს აღიარებს.  გავრცელებული ინფორმაციით, ალეკო სირაბიძე "ოცნების" დეპუტატ რიჩარდ სირაბიძის ბიძაშვილია. 

შსს-მ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.

 

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი