პოლიციამ ქავთარაძეზე ნარკოლოგიური დისპანსერის ოთხი პაციენტი დააკავა

გამოქვეყნდა:

თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ნარკოლოგიური დისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე ამავე კლინიკის ოთხი პაციენტი დააკავეს. ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პაციენტების თქმით, მათ კლინიკა უმიზეზოდ დაატოვებინეს.

ადვოკატის ინფორმაციით, სამივე პაციენტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა წესით დააკავეს და მათ ბრალად, სავარაუდოდ, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა და შეურაცხყოფა ედებათ. 

დაახლოებით ორსაათნახევრის განმავლობაში დამაყოვნეს ისე, რომ დაცვის განხორციელების საშუალება არ მომცეს, შემდეგ ვიგებთ, რომ რამდენიმე ადამიანს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ყრიან კლინიკიდან, საპატრულო პოლიცია გზაში აკავებს და მიჰყავს დროებითი დაკავების იზოლატორში, - თქვა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი