მარტვილში შვილმა დედა მოკლა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა მარტვილში - სოფელ ვედიდკარში შვილმა დედა მოკლა. შემთხვევა 8 მარტს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 54 წლის კაცმა თავდაპირველად დანაშაული დამალა და თქვა, რომ დედა ბუნებრივი სიკვდილთ გარდაიცვალა, თუმცა, როგორც წყარო ამბობს, მეზობლებს ეჭვი გაუჩნდათ და პოლიციას ანონიმურად შეატყობინეს შესაძლო მკვლელობაზე, რადგან მათ სახლიდან ხმაურისა და ჩხუბის ხმა გაიგეს.

ამის შემდეგ სამართალდამცველები მომხდარით დაინტერესდნენ, 54 წლის კაცი დაკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაული აღიარა. ცხედარს კი ექსპერტიზა ჩაუტარდა და დაზიანების კვალი აღმოჩნდა. არსებული ინფორმაციით, კაცმა დაკითხვაზე განაცხადა, რომ 86 წლის დედა შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა და მათ შორის კონფლიქტი, მამაკაცის ალკოჰოლდამოკიდებულების გამო, ხშირი იყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საქმეს სამხარეო პოლიცია იძიებს. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი