ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაზარალებულების ახლობლებმა და ნათესავებმა გორში საპროტესტო აქცია გამართეს.
მათ მკვლელობაში ბრალდებული ნიკა საბაშვილის ახლო გარემოცვა მოკლულსა და დაჭრილზე მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულეს.
აქციის მონაწილეების თქმით, კობერიძეს და ღვინიაშვილს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან საქმე არ ჰქონიათ და არც ბიზნესმენის რეკეტში არ მონაწილეობდნენ. ისინი თვლიან, რომ ფულის გამოძალვის საქმეზე გამოძიებას უსამართლოდ ყავს დაკავებული რატი მამედოვიც.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 28 თებერვალს ახალგაზრდა ბიზნესმენმა სადგურის დასახლებაში ერთი კაცი მოკლა, მეორე კი დაჭრა. გამოძიების ვერსიით, მან შური იძია, რადგან კობერიძე და ღვინიაშვილი მამედოვთან ერთად ფულს სძალავდნენ და ავტოსერვით უფასოდ სარგებლობას ითხოვდნენ.