
კვირას, 26 ივლისს ინდოეთში კორონავირუსის 49 931 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებლია. ამის შესახებ განცხადება ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ორშაბათს გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, ვირუსით დამატებთ 708 ადამიანი გარდაიცვალა.
27 ივლისის დილის მონაცემებით, ინდოეთში ჯამში 1 435 453 დადასტურებული კოროვირუსული ინფექცია აღირიცხა, მათ შორის 485 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 917 568-ს შეადგენს, გარდაცვლილთა კი 32 771-ს.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის მიხედვით, ინდოეთი აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ მესამე ადგილზეა.