ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 15 მარტს გაიმართება.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების გამოკითხვის გარდა, ბრალდების მხარემ წერილობითი მტკიცებულებები და თავდასხმის ვიდეო მტკიცებულებები წარმოადგინა. სხდომას ბრალდებული ესებუაც ესწრებოდა.

როგორც საქმის პროკურორმა თქვა, საქმეზე დამატებითი ექსპერტიზაა დანიშნული.

"ჩვენ გვაქვს დამატებითი ექსპერტიზაც დანიშნული, თუმცა ამ დროისთვის, რაც გაგვაჩნია სხვა მტკიცებულებებთან ერთად ეს გახლავთ, რა თქმა უნდა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. "საქართველოს ბანკში" შეჭრილი პირის ხმა დაემთხვა რამდენიმე ჩანაწერის ხმას. ახლა აღებულ ხმის ნიმუშს რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებით დამატებითი კვლევა არის დანიშნული, დამატებითი ექსპერტიზა, ვინაიდან, მოგეხსენებათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ ბრალდებულისგან იქნა ხმის ნიმუში აღებული და საკვლევად წარედგინა ექსპერტს, რათა კიდევ ერთი ობიექტური მტკიცებულება იქნეს მოპოვებული. რაც შეეხება ოდოროლოგიურ ექსპერტიზას, დასკვნა მივიღეთ , რომელიც დადებითია , წარვადგინეთ სასამართლოში, თუმცა ჯერ არ გამოკვლეულა" - თქვა პრიკურორმა [ინტერპრესსნიუსი]

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკში შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი