
შპს “ საინფორმაციო ქსელების ცენტრი” საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის. იგი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს საარჩევნო კოდექსის 50- ე მუხლის მე-2 და მე- 5 პუნქტებს, რომლებიც არჩევნების დღემდე 48 საათით ადრე და კენჭისყრის დღეს 20 საათამდე პერიოდში ინტერნეტმედიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას კრძალავს.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორები მიიჩნევენ, რომ მაშინ როდესაც აკრძალვა არ მოქმედებს სოციალურ ქსელზე , როცა ინტერნეტსივრცე არის აბსოლუტურად თავისუფალი, ამომრჩევლის დაცვა ინფორმაციის მანიპულაციისაგან ინტერნეტსივრცეში ისედაც შეუძლებელი ხდება. ამდენად, გაუგებარია სადაო ნორმის საჭიროება. საქმეს არსებითად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე