ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე დაკავებული ბათუმის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბულვარში ბატუტზე მოზარდის დაღუპვის საქმეზე დაკავებული კაცი, ედუარდ აბრამიანი პატიმრობაში დატოვა. სამი დღის წინ ბულვარში ქარმა ბატუტი წაიღო, რომელშიც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად 9 წლის მოზარდი დაიღუპა, ხოლო მეორე, 3 წლის ბავშვი, მკურნალობას აგრძელებს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ დაკავებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო"

იხილეთ:

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი