ზუგდიდის სასამართლოში ბადრი ესებუას პროცესი მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი იმართება. სხდომას ბრალდებული ესებუაც ესწრება.

სხდომაზე მოწმეები, დაყაჩაღების დროს მძევლად აყვანილი პირები იკითხებიან. დისტანციურად სხდომაზე გამოიკითხება მოწმე, რომელთან ერთადაც ესებუამ ბანკის შენობა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.  ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი