ღამით, მესტიაში, სასტუმრო "ფოსტაში" ხანძარი იყო. "სვანეთინიუსის" ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით, ღამის 2 საათზე გაჩნდა. დამწვარია სასტუმროს ბოლო სართული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი მეხანძრეებმა რამდენიმესაათიანი მუშაობის შემდეგ ჩააქრეს.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.