გორში, გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს. ანწუხელიძის ქუჩაზე ადგილობრივებმა ხელყუმბარა იპოვეს და 112-ში დახმარება ითხოვს. რამდენიმესაათიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, ტერიტორიიდან ასაფეთქებელი საშუალება გაიტანეს.
წინასწარი ინფორმაციით, ხელყუმბარა სასწავლო იყო. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.