შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 1000-1000 ლარით დააჯარიმა 7 პირი, რომლებმაც პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს. ვიდეო კადრების გასაშიფრად და სამართალდარღვევების მოსაძებნად პოლიციას 2 დღე დასჭირდა.
სამირა ბაირამოვა, რომელიც პრორუსული "ალტ-ინფოს" მხრიდან მუქარის მსხვერპლი ზუსტად ერთი წლის გახდა, აცხადებს, რომ რუსთაველზე გამოსულ ადამიანებს შორის ასევე ამოიცნო ადამიანი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ გამოძიებას იგივე პირი იდენტიფიცირებულიც კი არ ჰყავს და სამართალდამცველებს უბრალოდ, საქმის სრულყოფილი გამოძიება არ სურთ.
"გუშინწინ, რომ ვუყურებდი, პირდაპირ ეთერს, შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ერთი და იგივე ადამიანია. უკვე1 წელია შსს-მ ამ ადამიანის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა" - ამბობს სამირა ბაირამოვა
შეგახსენებთ, რომ მოძალადეების დაჯგუფებამ 14 მარტს, პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა მოხსნეს და დაწვეს.