ფოთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ფოთში, 2 ივლისს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალი კიდევ 3 პირს წარუდგინეს. უწყების განცხადებით, ი.ფ.-ს, ი.ა.-ს და ზ.ო.-ს ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინა

შემთხვევა ფოთში 2 ივლისს მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი ხელკეტებით სცემეს და ცეცხსასროლი იარაღით ჭრილოებები მიაყენეს. პირი იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ი.ქ., ო.კ., გ.რ., ი.ფ., ი.ა, და ზ.ო. წარსულში არსებული დაპირისპირების გამო ანგარიშსწორების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღითა და ბეისბოლის ჯოხებით შეიარაღებულები, თავს დაესხნენ მამასთან და მეგობარ გ.ჟ-სთან ერთად პანაშვიდზე მყოფ ვ.ტ.-ს, რომელსაც სასტიკად გაუსწორდნენ და ასევე, ვ.ტ.-ს მამას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ხელკეტებით ცემის შემდეგ, ი.ფ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ვ.ტ.-ს ქვედა კიდურები დაუზიანა, ხოლო შემდეგ ვ.ტ. თავდამსხმელებმა ი.ქ.-ს კუთვნილი ავტომანქანით გაიტაცეს. იმავე დღეს ვ.ტ. მიიყვანეს ქ.ფოთის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ვ.ჯ. მივიდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ი.ქ.-მ, ო.კ.-მ, გ.რ.-მ, ი.ფ.-მ, ი.ა.-მ და ზ.ო.-მ მჭრელი საგნის გამოყენებით ვ.ტ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილი დაუსერეს და განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის მიზნით, ბეისბოლის ჯოხებით თავისა და სხეულის არეში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს - წერია უწყების განცხადებაში.


უწყების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ი.ქ. და ვ.ჯ. 2020 წლის 3 ივლისს, ო.კ. 4 ივლისს, ხოლო გ.რ. 5 ივლისს დააკავეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით. დანაშაული 16-დან 20 წალამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი