"სამხარაულის ექსპერტიზაში აუცილებელი იყო ბორდი, რომელიც მოიხსნა" - მაია ნიკოლეიშვილი

გამოქვეყნდა:

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი სამხარაულის ეროვნულ ბიუროში მაკონტროლებელი ბორდის არარსებობასა და ექსპერტიზებში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს.  

სამხარაულის ექსპერტიზაში აუცილებელი იყო ბორდი. ეს ჩადებული იყო, მაგრამ ბორდი მოიხსნა, სადაც იქნებოდნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, რომლებიც გააკონტროლებდნენ ჯერ თანხებს, რასაც სახელმწიფო უხდის და სხვათა შორის, პირდაპირ პრემიერს ექვემდებარება და მეორე - ცოდნის დონეს, მიკერძოებულობის დონეს, - განმარტა დამოუკიდებელმა ექსპერტმა.

ნიკოლეიშვილმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში შეუსაბამობებიც შეაფასა. მისი თქმით, ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიერ დაწერილი ოქმი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ იყო შედგენილი.

როგორც წესი, ეს ოქმი არ შედის ხოლმე პირველად გამოკვლევაში, მაგრამ აქ შეტანილია, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი