"ის, რომ შარშია, ესეთი რამე ჩემგან არ თქმულა" - პოლიციის მაღალჩინოსანი ბრალდებას უარყოფს

გამოქვეყნდა:

ის, რომ შარშია, ესეთი რამე ჩემგან არ თქმულა - თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, შსს-ში დაბარებული სამართალდამცველი ბრალდებებს უარყოფს. ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ სამინისტრო უკვე დატოვა. ის დღე გენერალურ ინსპექციაში, 23 წლის პროგრამისტის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილსი განცხადების საფუძველზე დაიბარეს.. 

ლადო ბაჭულშვილი ამბობს რომ გარდაცვლილის ოჯახთან მას ჰქონდა როგორც სატელეფონო, ისე პირადი კონტაქტი, თუმცა მხოლოდ მომხდარის დეტალების დასადგენად და ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის პირად კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია.

ბაჭულაშვილი უარყოფს იმასაც, რომ დაკარგული გოგონა მამას მან აქციის გამო უსაყვედურა.

"კომპიუტერთან არაფერი შეხება არ მქონია. გამომძიებელმა ამოიღო კომპიუტერი და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე. კომუნიკაცია მქონდა ოჯახთან, როგორც პირადი შეხვედრა, ისე სატელეფონო კავშირი" - ამბობს პოლიციის მაღალჩინოსანი.

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ლადო ბაჭულაშვილი ოჯახის შანტაჟში დაადანაშაულა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ 22 ივლისს, აქციის დასრულების შემდეგ შსს-დან დაუკავშირდნენ, თავი საქმის გამომძიებლად წარუდგინეს და უთხრეს- "რა დროს აქციებია, როცა შენი შვილი შარშია". მისივე თქმით, პოლიცია აქციები შეეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ და სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას პირდებოდნენ

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი