"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ხატია დეკანოიძე დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელის, ნატალია ზარდიაშვილს საქმეს გამოეხმაურა.
დეკანოიძის თქმით, ზარდიაშვილს პატიმრობა სისტემის მხილებისთვის მიესაჯა.
"6 წელი მიუსაჯა მოსამართლე ჩხიკვაძემ ახალგაზრდა ქალს, ყოფილ პოლიციელს, რომელმაც 2020 წელს სისტემის მხილება სცადა და საჯაროდ ისაუბრა მის სამუშაო ადგილას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში შესაძლო დანაშაულებზე. მაშინ, როცა სასტიკი დარბევა ხდება პოლიციელების მიერ და ადამიანების მიმართ - თავლების გამოთხრა, ფიზიკური ძალადობა და ა.შ. მთელი სისტემა, თავისი სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდა ამ ახალგაზრდა ქალს და 6 წლით გაუშვა ციხეში 2 არასრულწლოვანის დედა, რომელიც მხოლოდ თავის უფლებამოვალეობას ასრულებდა" - თქვა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დაცვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, ნატალია ზარდიაშვილს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ზარდიაშვილს გამოძიება პაციენტზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ედავება, მსჯავრდებული კი ამბობს, რომ ეს მის მიერ გამოვლენილი სისტემური დანაშაულის გამო შურისძიებაა.
ზარდიაშვილის თქმით, მან ნარკომანიის პრევენციის ცენტრში არსებული უკანონობა ამხილა.
ქალი ყვება, რომ ინციდენტი ნარკოლოგიურში მას შემდეგ მოხდა, რაც მან პაციენტს ხელი შეუშალა მედიკამენტის საავადმყოფოდან გატანის მცდელობაში.
შურისძიებასთან ერთად, მსჯავრდებული პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს.