არაგვისპირში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 16 წლის გოგომ სიცოცხლე დედის თვალწინ დაასრულა. მოზარდს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა, რომელსაც ნასვამი ძალოვანი მართავდა. შემთხვევის ადგილას არც დამცავი ჯებირები და გამაფრთხილებელი ნიშნები არ დგას. პოლიციელმა არ გაითვალისწინა საფრთხეები, რაც, საბოლოოდ, ტრაგედიით დასრულდა. ძალოვანი დაკავებულია, თუმცა ბრალი მას ჯერჯერობით წარდგენილი არ აქვს.
დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ლადო ფრიდონაშვილი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს ისეთი სისწრაფით დაეჯახა, რომ მოზარდი სასწრაფოს მისვლამდე გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 26 ივლისის საღამოს მოხდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ძალოვანი არასრულწლოვანს ეკლესიიდან გამოსვლის დროს, გზის გადაკვეთისას დაეჯახა. ტრაგედიას შეესწრო მოზარდის დედა, რომელიც შვილს გზის მეორე მხარეს ელოდა.
დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირის მცხოვრებელები მომხდარმა ტრაგედიამ შეძრა. დასახლებულ პუნტქში, სადაც ყოიველდღიურად ქვეითად მოსიარულე უამრავი ადამიანი გადაადგილდება, არც ბარიერი და არც სიჩქარის შემზღუდველი ნიშანია. ადგილობრივების თქმით, გზის აღნიშნული მონაკვეთი იმდენად საშიშია, რომ ყოველდღიურად იქ გავლა სიცოცხლის ფასად უჯდებათ. დაღუპული მოზარდის ოჯახი ძალოვანი უწყებებისგან პასუხს მოითხოვს. პოლიციელი, რომელიც პირველი კანონდამცველი უნდა ყოფილიყო, გადაჭარბებული სიჩქარით, ნასვამი გადაადგილდებოდა.
სოფელ არაგვისპირის აღნიშნული მონაკვეთი გუდაური-სტეფანწმინდა-ლარსის მთავარი დამაკვაშირებელია და ამ გზას ყოველდღიურად არაერთი სატვირთო ავტომანქანა გადის. მონაკვეთზე საგზაო ნიშნების არქონა იძლევა იმის საშუალებას, რომ მათ მაღალი სიჩქარით გაიარონ. არაგვისპირის მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ადგილზე დამონტაჟებულიყო ბარიერიები, კვლავ შეუსრულებელია. ადგილობრივები სოფელში გაზრდილ ავარიებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდება, ავტოავარიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
ინპექტორ-გამომძიებელს, წესით, ინფორმაცია უნდა ჰქონოდა არაგვისპირში არსებული ყველაზე სახიფათო მონაკვეთის შესახებ. საფრთხის მიუხედავად, ის ავტომობილს მაღალი სიჩქარით მართავდა. კითხვით, რატომ მართავდა სამართალდამცველი საჭეს გადაჭარბებული სიჩქარით, დაკავებული ვლადიმერ ფრიდონაშვილის სამსახურსა და სახლში მივედით. სახლში ოჯახის წევრები დაგვხვდნენ, თუმცა მედიასთან საუბარი არ ისურვეს.
დაღუპული მოზარდის ოჯახი დამნაშავე პოლიციელის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. დაუდევრობა თუ გულგრილობა - პასუხი ამ კითხვას გამოძიებამ უნდა გასცეს. ვლადიმერ ფრიდონაშვილს პროკურატურა ბრალს ხვალ წაუყენებს.