POG: დაკავებულია სარეკლამო კომპანიის ყოფილი მენეჯერი, რომელმაც კომპანიის ანგარიშიდან $345,303 მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე გადარიცხა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა კომპანიის ანგარიშიდან 345,303.07  დოლარი მის მიერ შექმნილ ანგარიშებზე გადარიცხა.

სამართალდამცველებმა ის 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. 

საქართველოს პროკურატურამ, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სარეკლამო კომპანია შპს ,,პრო მედიას“ ყოფილმა სარეკლამო მენეჯერმა უნებართვოდ შეაღწია კომპანიის ანგარიშზე და „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათიდან 345,303.07 ამერიკული დოლარი მის მიერ შექმნილ გუგლის ანგარიშებზე გადარიცხა. აღნიშნული ქმედებით კომპანია შპს ,,პრო მედიას“ დიდი ოდენობით ფინანსური ზიანი მიადგა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 2023 წლის 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 286 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (თავისთვის ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - წერია განცხადებაში

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაული 6 -დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი