გავრცელებული ინფორმაციით, მუხიანში, ლიფტში ნაპოვნი მამაკაცი მოკლულია. ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. სავარაუდოდ მამაკაცი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი ლიფტში ცეცხლის გაჩენა სცადეს, რადგან ადგილზე ცეცხლის კვალიც აღენიშნება.
ცხედარი კი დღეს დილით, ადგილობრივებმა ნახეს და პოლიციას აცნობეს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია.