შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმა ვანში. მუნიციპალიტეტის ცენტრში მაღაზიათა ქსელ "სპარში" უცნობი პირი ცივი იარაღით შევარდა და მოლარეს დაემუქრა. მარკეტის თანამშრომლების თქმით, თავდამსხმელი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ალკოჰოლს ითხოვდა.
“დანით შემოვარდა და ალკოჰოლს ითხოვდა, ყველა დაკითხვაზეა,” - ამბობენ მაღაზიაში.
ყაჩაღობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. საქმე 178-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.