კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. 

გარდაცვლილი კაცი ლიფტში გუშინ, 22 მარტს იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კაცს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა, გარდა ამისა, ლიფტში იყო ცეცხლის კვალი.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი