დედოფლისწყაროში 11 და 14 წლის ასაკის მოზარდებს ეძებენ. ბავშვები მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ.

ერთ-ერთი მოზარდის მამის ინფორმაციით, ისინი თბილისში წასვლას აპირებდნენ, მაგრამ დანიშნულების ადგილზე არ ჩასულან. დაკარგულის მამა, გიორგი ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ბავშვებს გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ, თუმცა კვალს ვერ მიაკვლიეს.

მათი ინფორმაციით, დაკარვის შესახებ პოლიციასაც შეატყობნეს და დღეს, 28 ივლისს ისინი ძებნას თბილისშიც გააგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი