ყალბი ამბები "მთავარი არხის" ლოგოს ქვეშ - "მითების დეტექტორის" კვლევა

გამოქვეყნდა:

ბოლოს დროს "მთავარი არხის" სახელითა და ლოგოთი გავრცელებული ყალბი ამბები, მითების დეტექტორმა გამოიკვლია; დგინდება, რომ, მაგალითად, 15 ივლისს Facebook გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები”, სამხედრო მანქანების ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი სათაურით : “რუსეთმა, საქართველოს გავლით, სომხეთში ❗️300 ერთეული სპეცტექნიკა შეიყვანა❗️” . 

ეს ტყუილია და ამის შესახებ, ცრუ ამბების მაიდეტიფიცირებელმა პლატფორმამ "მითების დეტექტორმა" იკვლია:


“მთავარის” სიუჟეტში, რომელშიც საუბარია, რომ რუსეთი საქართველოს გავლით სომხეთში 300 სამხედრო მანქანის გადასაყვანად ემზადება, “ყოველდღიური მოვლენების” გავრცელებული ფოტო გამოყენებული არ არის. გვერდი ამ ფოტოსურათს “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თავისი ინიციატივით ურთავს. სინამდვილეში სამხედრო ავტომობილების ფოტო გადაღებულია 2014 წელს, უკრაინაში, ქალაქ დონეცკში. ხოლო თავად “მთავარ არხს” სიუჟეტში გამოყენებული აქვს აზერბაიჯანული მედიის Haqqin.az-ის მიერ გავრცელებული 2 ფოტო, რომლებიც აღნიშნულმა მედიამ საქართველოს სახმელეთო გზით სომხეთის მიმართულებით შეიარაღების გადატანის მტკიცებულებად მოიყვანა. 

შეგახსენებთ, გვერდი ყოველდღიური მოვლენები” "მთავარი არხის" ლოგოთი ოპერირებს, ხოლო ზემოხსენებულ პოსტს 347 გაზიარება და 930-ზე მეტი რეაქცია აქვს.

ფაქტების გადამმოწმებელმა პლატფორმამ ასევე დაადგინა: 

“ყოველდღიური მოვლენების” პოსტს 26 ივლისს ანტიოპოზიციური ფეისბუქ გვერდი “სირცხვილის კორიდორი” გამოეხმაურა, რომელმაც გავრცელებული ფოტომანიპულაცია “მთავარ არხს” მიაწერა. ამავე დღეს იდენტური ტექსტი გაავრცელა გვერდმა “Defense Georgia საქართველოს თავდაცვა”, რომელმაც მართალია ფოტო გადაამოწმა, თუმცა ის 300 სამხედრო მანქანის საქართველოს ტერიტორიაზე გატარების შესახებ “მთავარი არხის” სიუჟეტს დაუკავშირა, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, მცდარია და სიუჟეტში “ყოველდღიური ამბების” მიერ გავრცელებული ფოტო მტკიცებულებად გამოყენებული არ ყოფილა. 


"მითების დეტექტორის" კვლევიდან ასევე ვიგებთ, რომ გვერდი “ყოველდღიური მოვლენები” 2018 წლის 14 ივლისს შეიქმნა. გვერდზე იძებნება  ფოტოებიც, რომლებზეც “მთავარი არხის” ლოგოა დატანილი. გვერდი ყოველდღიურად აქვეყნებს ახალ ამბებს, მათ შორის, ხშირად აზიარებს “მთავარი არხის” სტატიებს და სქრინებს სიუჟეტებიდან.

 

2019 წლის 25 აგვისტოს გვერდმა “ყოველდღიური მოვლენები” სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა “მთავარ არხს” და პოსტში არხის ოფიციალური ფეისბუქ გვერდიც მიუთითა. 2019 წლის ივლისსა და აგვისტოში “ყოველდღიურ ამბებს” რუსთავი 2-ის მხარდასაჭერი პოსტებიც აქვს გამოქვეყნებული.


"მთავარი არხი", ისევე როგორც ეს მითების დეტექტორის მოკვლევაშია ნათქვამი, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არანაირი კავშირი ამ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ გვერდთან არ გვაქვს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი