გამოკითხულთა 10% ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება 5G-ს უკავშირდება - NDI

გამოქვეყნდა:

"ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოში გამოკითხული ყოველი მე-10 მოქალაქე ფიქრობს, რომ კორონავირუსის გავრცელება ინტერნეტტექნოლოგიების გადამცემ სისტემას - 5G-ს უკავშირდება.

კითხვაზე, ეთანხმებით თუ არა, რომ 5G ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან გამოკითხულთა 45% ამბობს, რომ არა, 16 პროცენტს არ სმენია ამ ტექნოლოგიის შესახებ, ხოლო 30 პროცენტი პასუხობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება დეზინფორმაციას, კითხვაზე: ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე ქვეყანა შეგნებულად ავრცელებს საქართველოში ცრუ ინფორმაციას/დეზინფორმაციას კორონავირუსის შესახებ?

29 პროცენტი ამბობს, რომ დიახ; 35 პროცენტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 36 პროცენტი ამბობს, რომ არ იცის.

ჩაღრმავებული კითხვის მიხედვით, თუ ეთანხმებიან, რომ რომელიმე ქვეყანა შეიძლება დეზინფორმაციას ავრცელებდეს, რომელი შეიძლება იყოს ის, ქვეყნები პროცენტულად ასე ნაწილდება:

  • არ ვიცი - 36%;
  • რუსეთი - 33%;
  • სომხეთი - 27%;
  • ჩინეთი - 11%;
  • აშშ - 6%;
  • ევროკავშირის ქვეყნები - 4%;
  • აზერბაიჯანი - 3%;
  • თურქეთი - 2%;
  • სხვა 1%.

კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა 1,550 ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩა. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი