დიღმის მასივში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

გამოქვეყნდა:

პროკურატურის განცხადებით, თბილისში, მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა. შემთხვევა 24 მარტს, დიღმის მასივის მე-3 კვარტალში მოხდა. 

"ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა  დანით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში  რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი