"სანამ ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე მივა საქმე, გვირჩევნია ამოვიღოთ ხმა" - დევნა რუსული სპეცსამსახურების სტილში

გამოქვეყნდა:

ამგვარი მეთოდებით მოქმედებს რუსეთში სპეცსამსახურები, ამგვარი მეთოდებით მოქმედებდა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურები...სანამ მივა ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე საქმე, გვირჩევნია დროზე ამოვიღოთ ხმა - აცხადებს ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი გახმაურებული საქმეების დამოუკიდებელი ექსპერტებისა და ადვოკატების წინააღმდეგ მიმდინარე შანტაჟზე საუბრისას.

"ემპათიაში" ამბობენ, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გამოთქმული მოსაზრების შემდეგ, რომელიც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას ეხებოდა, მათ წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა და მედიაში, ორკესტრირებული შეტევა დაიწყო.

მას შემდეგ, კი რაც ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ სიკვდილის საქმეშიც ჩაერთვნენ, შეტევის მსხვერპლი უკვე ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გახდა.

სპეციალისტების თქმით, ასეთი მეთოდები მხოლოდ ავტოკრატიული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი და მიზნად ისახავს პატივის, ღირსებისა და პროფესიული რეპუტაციის შელახვას.

მარიამ ჯიშკარიანი და მიხეილ რამიშვილი ამბობენ, რომ შტურმი მათ წინააღმდეგ მას შემდეგ დაიწყო, რაც გამოძიებისგან განსხვავებული ვერსიები გაახმოვანეს როგორც შაქარაშვილის, ისე ბაჩალიაშვილის საქმეებზე.

არ არის იდეალურად ყველაფერი, არ მიდის გამოძიება ისე, როგორც უნდა მიდიოდეს ...ყველაფერი ნგრევის პირასაა მისული - ამბობს მიხეილ რამიშვილი.

"ემპათია" სახალხო დამცველს და დიპლომატებს მიმართავს დაინტერესდნენ მათ წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებული შეტევით. მიხეილ რამიშვილი ადვოკატთა ასოციაციასაც მიმართავს და მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი მხარდაჭერა მისი, როგორც ადვოკატის მიმართ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი