ავარია დედოფლისწყაროში - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა რკინის მესერს შეეჯახა, რის შედეგადაც 33 წლის კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მგზავრი.

ექიმების განმარტებით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი