სერგეენკოს აქვს ამაზე პასუხი გაცემული 2 თვის წინ თვითონ - ასე ეხმაურება პაატა იმნაძე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მწვავე დაპირისპირებას.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ დღეს სხვა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ცენტრის დირექტორი კი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს პრობლემები გადაწყვეტილია და მთავრობამ კლინიკისთვის 40 მილიონი გამოყო:
"საქართველოს ექნება ერთ ერთი სანიმუშო და საუკეთესო ინფექციური დაავადებათა ცენტრი" ამბობს ამირან გამყრელიძე.
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძემ დავით სერგეენკოს წინააღმდეგ მწვავე განცხადება გაავრცელა და ის ინფექციური საავადმყოფოს განადგურებაში დაადანაშაულა.
წერილის შემდეგ ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა დღეს კომენტარიც გააკეთა და განმარტა, რომ 7 წლის განმავლობაში, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრობის პერიოდში, მასთან მწვავე საუბარი არაერთხელ ჰქონია.