ქურდობა გორში - სასტუმრო "გოლდში" ქალს სავარაუდოდ, ძვირადღირებული ყელსაბამი მოპარეს. დაზარალებულმა დახმარების თხოვნით პოლიციას მიმართა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ, მათ სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების შესწავლა დაიწყეს. როგორც "მთავარს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.