წყნეთის გზაზე, კაკლების დასახლებასთან ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. შემთხვევის ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული.
"მთავარ არხს" შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თუმცა არსებული ინფორმაციით, დაზიანება აქვს მიყენებული ავტომანქანას.
შსს-მ გამოძიება 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.