პროტესტის მეორე დღე. რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი განმარტებებს ითხოვს, რა ბედი ელის ქალაქის ისტორიულ კლინიკას და იქ დასაქმებულ მედიკოსებს, თუმცა, მეორე დღეა, დირექტორი პასუხისმგებლობას გაურბის და თანამშრომლებს არ ხვდება.
პროტესტის რეჟიმში მყოფი პერსონალი ხელმძღვანელობის მხრიდან საბოტაჟზეც ალაპარაკდა, სამედიცინო დაწესებულება ვეღარ ახერხებს პაციენტების სრულფასოვან მომსახურეობას, რადგან კლინიკას აღარ მიეწოდება აუცილებელი პრეპარატები.
შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება არ ჩქარობს გადაწყვეტილების შეცვლას და არ აქვს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლინიკის დემონტაჟის საკითხი მაშინ, როდესაც რამდენიმე წლის წინ საავადმყოფოს მრავალმილიონიანი რეაბილიტაცია უპრობლემოდ განხორციელდა.
ავტორი: ნინიკო გიგაური
იხილეთ ასევე: